
MMA-ში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო და პირველი ტურის ორთაბრძოლებიც გაიმართა.
პირველ ტურში 30-მა სპორტსმენმა, 6 წონით კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა და 15 ორთაბრძოლის შედეგად მეორე ტურის საგზურის მფობელი 15 სპორტსმენი გამოვლინდა.
დღის მთავარ ორთაბრძოლაში ოთარ თანზილოვმა (თბილისი) ადამ ვაშაყმაძე (ხულო) ბრძოლის დაწყებისას ნოკაუტით დაამარცხა.
MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის კიდევ ოთხი ტური გაიმართება და საერთო შედეგებით გაირკვევა საქართველოს ჩემპიონის ვინაობა, რომელსაც საჩემპიონო ქამარი გადაეცემა.