თავში

მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ - შოთა არველაძე

მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ - შოთა არველაძე
მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ - შოთა არველაძე

ტაშკენტის "ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე პოსტს ტოვებს, - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც არველაძე ,,ფეისბუქის" გვერდზე წერს, ახალი წლიდან ახალი გამოწვევების დროა.

,,სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და ფახთაქორის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში. კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა!", - წერს არველაძე სოციალურ ქსელში. 

ამ ეტაპზე უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ტაშკენტის "ფახთაქორის“ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system