თავში

ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია

​ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია
ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ქალ ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია. მან აკვრასა და ორჭიდში ოქროს, ხოლო ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნათია გადელიამ გამარჯვება ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიუძღვნა.

"საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნათია გადელიამ (81 კგ.) ატაცში მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ყველა მითითება შეასრულა, 85/88/91 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

გადელიამ აკვრაში თავი 108/113/ 117კილოგრამს გაართვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ოქრო დაისაკუთრა ორჭიდის 208 კილოგრამითაც!

გარდა ამისა, ძალოსანმა საქართველოს რეკორდის გაუმჯობესება ატაცსა და ორჭიდში 4-4 კილოგრამით შეძლო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system