თავში

NBA-ს მოთამაშე პოლ ვესტფალი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

NBA-ს მოთამაშე პოლ ვესტფალი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა
NBA-ს მოთამაშე პოლ ვესტფალი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

NBA-ს მოთამაშე და მწვრთნელი პოლ ვესტფალი 70 წლის ასაკში არიზონაში, ქალაქ სკოტსდეილში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ის თავის ტვინის სიმსივნით დაიღუპა. ამის შესახებ CNN წერს.

"ის დაამახსოვრდებათ თავისი გულუხვობით, ლიდერობითა და თამაშისადმი სიყვარულით, რამაც განსაზღვრა მისი მრავალი წელი NBA-ში. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ პოლის მეუღლეს და მის ოჯახს", - განაცხადა NBA-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა, ადამ სილვერმა.

პოლ ვესტფალი 1974 წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა. სპორტსმენს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობა 5-ჯერ აქვს მიღებული. იგი კალათბურთის დიდების დარბაზში 2019 წელს შეიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system