თავში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოგებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოგებით დაიწყო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოგებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში ATP250 კატეგორიის ტურნირზე საწყისი მატჩი მოუგო ავსტრალიელ ჯონ მილმენს – 2:6, 6:4, 6:2. 

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა მხოლოდ პირველ სამ გეიმში აიღეს იოლად საკუთარი გეიმები, რის შემდეგაც, ბასილაშვილმა ზედიზედ სამი თავისი მოწოდება წააგო, ერთხელ გააკეთა ბრეიკი და კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ქართველს საკუთარ გეიმებში კატასტროფული მაჩვენებელი ჰქონდა – ჯამში მხოლოდ 10 ქულის აღება მოახერხა.

მეორე სეტი ბასილაშვილმა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მილმენმა უკუბრეიკით უპასუხა. მეხუთე გეიმში ქართველი კიდევ ერთხელ გავიდა წინ ბრეიკით და ავსტრალიელის პასუხმაც არ დააყოვნა – 3:3. და მაინც, ბასილაშვილმა შეძლო სეტის მოგებამდე მიყვანა – მეცხრე გეიმში პარტიაში მესამედ აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ სეტზე ჩააწოდა. ნიკასთვის ეს იყო ზედიზედ 11 პარტიის წაგების შემდეგ პირველი მოგებული სეტი.

მესამე სეტის მესამე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკის შესრულება შეძლო და მატჩში მოგებას მიუახლოვდა. მეორე სეტის მეექვსე გეიმიდან მოყოლებული, ქართველმა თავის მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა დათმო, თან მეშვიდე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი მიითვალა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ხორვატ ბორნა ჩორიჩისა და ტუნისელი მალიკ ჟაზირის მატჩში გამოვლინდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system