თავში

ნოვაკ ჯოკოვიჩი: ხაზის მსაჯები საერთოდ არ არის საჭირო

ნოვაკ ჯოკოვიჩი: ხაზის მსაჯები საერთოდ არ არის საჭირო
ნოვაკ ჯოკოვიჩი: ხაზის მსაჯები საერთოდ არ არის საჭირო

ხაზის მსაჯები საერთოდ არ არის საჭირო, - ამის შესახებ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომელი ცოტა ხნის წინ ტურნირიდან იმის გამო მოხსნეს, რომ ხაზის მსაჯს ბურთი გაარტყა.

ჯოკოვიჩის თქმით, ტექნიკური პროგრესის პირობებში, საჭიროა ყველა ტურნირზე მსაჯობის ელექტრონული სისტემა დაინერგოს.

„საჩოგბურთო ტრადიციების სრული პატივისცემის მიუხედავად, არ მესმის ტექნიკური პროგრესის პირობებში, რატომ არ შეიძლება ყველა ტურნირზე დაინერგოს მსაჯობის ელექტრონული სისტემა, როგორც ეს ნიუ იორკში „მასტერსის“ ტურნირის დროს იყო.

ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ ხაზის მსაჯები საერთოდ არ არის საჭირო. მე ასე მიმაჩნია. მესმის, რომ ამგვარი სისტემა ძვირია, მაგრამ ჩვენ ყველანი სწორედ აქეთკენ მივდივართ“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა სააგენტო „როიტერთან“ კომენტარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system