თავში

ოლიმპიურ სპორტსმენ მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოლიმპიურ სპორტსმენ მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოლიმპიურ სპორტსმენ მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავისუფალი სტილით მოცურავე მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს გამოაკლდა. მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც იაპონიაში აღარ გაემგზავრება. 

ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა განაცხადა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, განსხვავებული შედეგის გამოვლენის შესაძლებლობა გამოეყენებინათ, მათ შორის განმეორებითი ტესტირებაც, თუმცა - უშედეგოდ. 

"რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. შესაბამისად, მარიამი დააკლდება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას". - განაცხადა კახაბრიშვილმა. 

იმნაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system