თავში

ოლივიე ჟირუ კარიერას მილანში გააგრძელებს

ოლივიე ჟირუ კარიერას მილანში გააგრძელებს
ოლივიე ჟირუ კარიერას მილანში გააგრძელებს

ლონდონის ჩელსის ფრანგი შემტევი, ოლივიე ჟირუ კარიერას მილანში გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტზე შეთანხმებას უკვე მიაღწია. ამისთვის როსონერი ჩელსის 2 მილიონ ევროს გადაუხდის.

ჟირუ მილანთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი ხელფასი 3,5 მილიონ ევრო იქნება.

ოლივიე იტალიაში ორშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გუნდს შეუერთდება, რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო.

ოლივიე ჟირუ ლონდონის ჩელსიში 2018 წლის იანვრიდან თამაშობს, სადაც ლონდონის არსენალიდან გადავიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system