თავში

პარალიმპიურ სოფელში ორ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

​პარალიმპიურ სოფელში ორ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა
პარალიმპიურ სოფელში ორ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტოკიოში, პარალიმპიურ სოფელში ორ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს.

სამშაბათს სოფელში კორონავირუსი სპორტსმენს პირველად დაუფიქსირდა. ოთხშაბათს საორგანიზაციო კომიტეტმა ინფიცირების 16 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. აქედან 11 პარალომპიური სოფელში არ ცხოვრობს.

პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყო.

თამაშებში მონაწილეობას 160 გუნდის დაახლოებით 4,400 სპორტსმენი იღებს.

ოლიმპიადის მსგავსად, მონაწილეები ყოველდღიურად კორონავირუსის ტესტებს ჩაიტარებენ, პირბადეებს ატარებენ და სოციალურ დისტანციას დაიცავენ.

პარალიმპიური თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system