თავში

"ყველა გოლი შენ გეძღვენება, შაქარ" - პირველი შეხვედრა ტრაგედიის შემდეგ

"ყველა გოლი შენ გეძღვენება, შაქარ" - პირველი შეხვედრა ტრაგედიის შემდეგ
ყველა გოლი შენ გეძღვენება, შაქარ - პირველი შეხვედრა ტრაგედიის შემდეგ

საფეხბურთო კლუბმა "საბურთალო" გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ პირველი შეხვედრა გამართა. მათ ამხანაგურ შეხვედრაში "სპაერი" ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. 

"ყვე­ლა გოლი და გამარჯვება შენ გე­ძღვნე­ბა შა­ქარ!"  - აღნიშნეს კლუბის წევრებმა. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system