თავში

რა დაწერა კამერის ობიექტივზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა - PHOTO

რა დაწერა კამერის ობიექტივზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა
რა დაწერა კამერის ობიექტივზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა  - PHOTO

ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

კარიერის მანძილზე ბასილაშვილი ციციპასს მესამედ შეხვდა და პირველად მოუგო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკას კამერის ობიექტივზე სიმბოლურად საკუთარი ავტოგრაფი უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის მაგივრად მან ობიექტივზე თავისი შვილის, ლუკასის სახელი დაწერა.

ბასილაშვილის გამარჯვებას განსაკუთრებული ემოციით და სიხარულის ცრემლებით შეხვდა მისი მეგობარი გოგო, გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ელენა.

ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა და გერმანელ ალექსანდერ ზვერევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system