თავში

რაფაელ ნადალმა კარიერაში მე-1000 გამარჯვება მოიპოვა

რაფაელ ნადალმა კარიერაში მე-1000 გამარჯვება მოიპოვა
რაფაელ ნადალმა კარიერაში მე-1000 გამარჯვება მოიპოვა

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში მე-1000 გამარჯვება მოიპოვა. ნადალი მეოთხე მოთამაშე გახდა (1968 წლიდან) რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

34 წლის ნადალმა აღნიშნულ გამარჯვებას პარიზის მასტერსზე მიაღწია, სადაც მე-2 წრის მატჩში ესპანელი ფელისიანო ლოპესი 4:6, 7:6 (7:5), 6:4 დაამარცხა. 

პარიზის მასტერსის მეოთხედფინალის საგზურისთვის რაფაელ ნადალის მეტოქე ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი იქნება.

„მე -1000 მოგება იმას ნიშნავს, რომ უკვე მოხუცი ვარ. ესე იგი, უკვე ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ. ამ ნიშნულს იმის წყალობით მივაღწიე, რომ ბევრი წელია წარმატებით ვასპარეზობ და ეს ძალიან მახარებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში გვერდში მედგა. გასული მატჩი ძალიან სუსტად დავიწყე, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ისეთი ძლიერი მოწოდების მქონე ჩოგბურთელს ვეთამაშებოდი, როგორიც ფელია. მერეც წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდი, თუმცა, გამარჯვების მოპოვება მოვახერხე. მთავარი ესაა და ამ მოგებით ვამაყობ. ასეთ მატჩში წარმატება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე სტანდარტულად - 6:3, 6:3 გამარჯვება”. - განაცხადა ნადალმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system