თავში

რატომ გაუგრძელა კლუბმა კონტრაქტი შალვა სუთიაშვილს - Exclusive

რატომ გაუგრძელა კლუბმა კონტრაქტი შალვა სუთიაშვილს - Exclusive
რატომ გაუგრძელა კლუბმა კონტრაქტი შალვა სუთიაშვილს - Exclusive

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა შალვა სუთიაშვილმა, მის ამჟამინდელ კლუბ "ანგულემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ქართველმა ფრანგულ გუნდს კარიერა 2022 წლამდე დაუკავშირა. ბორჯღალოსანთა მეორე ხაზელმა ექსკლუზიური კომენტარი Report.ge-სთან გააკეთა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. 

ამ ეტაპზე "ანგულემი" რომელ ადგილზეა და რა მიზნები აქვს?

ბოლო ტურში დამარცხების Შემდეგ მერვე ადგილზე ვართ, მაგრამ Ჩვენი მიზანი ექვსეულიᲨი შესვლაა. ვფიქრობ რომ ჩვენს კლუბს ამის დიდი Შანსი აქვს. 

"ანგულემთან" კონტრაქტის გახანგრძლივებამდე შენ მიმართ თუ იყო სხვა რომელიმე კლუბისგან ინტერესი? 

მქონდა რამდენიმე "Pro D2"-ის და "Federal 1"-ის გუნდიდან Შემოთავაზება, თუმცა იმის შემდეგ რაც ანგულემის ხელმძღვანელობამ ეს ამბავი გაიგო მაშინვე დაჩქარებული წესით კონტრაქტი შემომთავაზა. 

შალვა, ნაკრების შესახებაც გკითხავ. შენი აზრით დღეს რა არის საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა?

ნაკრები ცოტა დელიკატური თემაა რადგან თაობათა ცვლას დაემთხვა მწვრთნელების ცვლილებაც. თუმცა ეს თაობა, ვის ხელშიც გადადის საქართველოს ნაკრები Ძალიან მაგარი, პროგრესული რაგბის მოთამაშე და მოაზროვნე თაობაა. მე პირადად მჯერა რომ Ძალიან დინამიკურ და ჭკვიანურ რაგბს ითამაშებენ. რა თქმა უნდა უმთავრესი პრობლემა მაინც ის არის, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან ხშირად თამაში არ გვიწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system