თავში

რინგმა“ 2020 წელს ორი საუკეთესო მოკრივე დაასახელა

„რინგმა“ 2020 წელს ორი საუკეთესო მოკრივე დაასახელა
რინგმა“ 2020 წელს ორი საუკეთესო მოკრივე დაასახელა

ჟურნალმა The Ring წლის საუკეთესოებად ყველაზე გამორჩეული ორი მოკრივე, ტაისონ ფიური და ტეოფიმო ლოპესი აღიარა.

32 წლის სპორტსმენი, მძიმეწონოსანი ტაისონ ფიური WBC ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, რომელმაც 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა – თანამედროვე კრივის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

მსუბუქ წონაში წლევანდელი ტრიუმფატორი 23 წლის ამერიკელი (წარმოშობით ჰონდურასიდან) ტეოფიმო ლოპესი იყო, რომელმაც WBA და WBO ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონის, უკრაინელი ვასილი ლომაჩენკოს ქამრები და ტიტულები დაისაკუთრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system