თავში

რონალდუ ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს

რონალდუ ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს
რონალდუ ატალანტასთან მატჩს გამოტოვებს

"იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ კვირას, 18 აპრილს "ატალანტასთან" იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩს გამოტოვებს. ამის მიზეზად "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კუნთის დაზიანება დაასახელა.

"ჩვენ მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოგვაკლდება. რონალდუ არ ითამაშებს, რადგან მენჯ-ბარძაყის კუნთთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ბერგამოში მისი თამაში ძალიან სარისკო იქნებოდა", - განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი ატალანტას კვირას, თბილისის დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდება.  ტურინელები სერია A-ში 62 ქულით მესამე ადგილს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რონალდუმ ტურინის ნაკრებში ჩატარებულ 37 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system