თავში

"საბურთალომ" სუპერთასი მოიგო

"საბურთალომ" სუპერთასი მოიგო
საბურთალომ სუპერთასი მოიგო

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მფლობელი წელს საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გახდა. მიხეილ მესხის სტადიონზე ის ფინალში საქართველოს ჩემპიონს "დინამო თბილისს" შეხვდა.

სუპერთასი წელს მეცხრამეტედ გათამაშდა. მათ შორის, "დინამო" ჯილდოს მოსაპოვებლად მეთერთმეტედ იბრძოდა, ხოლო "საბურთალომ" ზედიზედ მეორე წლის განმავლობაში იასპარეზა. გასულ სეზონზე ის ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა. 

შეხვედრა ანგარიშით 1:0 დასრულდა. თამაშის განმავლობაში გატანილი ერთადერთი გოლი გიორგი კოხრეიძემ პენალტის დროს გაიტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system