თავში

საფრანგეთმა ტრანსგენდერ ქალებს ქალთა რაგბის თამაშის უფლება მისცა

საფრანგეთმა ტრანსგენდერ ქალებს ქალთა რაგბის თამაშის უფლება მისცა
საფრანგეთმა ტრანსგენდერ ქალებს ქალთა რაგბის თამაშის უფლება მისცა

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ (FFR) მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მომავალი სეზონიდან ტრანსგენდერ ქალებს საშუალება ექნებათ, ითამაშონ ქალთა რაგბი, მიუხედავად რაგბის მსოფლიო მმართველი ორგანოს საწინააღმდეგო მითითებებისა. ინფორმაციას ამის შესახებ RFi ავრცელებს.

მნიშვნელოვანია, რომ თუ ტრანსგენდერ ქალებს საფრანგეთში ქალთა რაგბის თამაში სურთ, მათ ჰორმონალური მკურნალობა უნდა ჰქონდეთ გავლილი მინიმუმ 12 თვის განმავლობაში და მათ ორგანიზმში ტესტესტერონის ზღვარი 5 ნანომილს/ლიტრზე არ უნდა აღემატებოდეს. 

გადაწყვეტილებას საბჭომ "ერთხმად" დაუჭირა მხარი. შედეგად, საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, სადაც ქალთა რაგბის ეროვნულ ლიგაში ტრანსგენდერი ქალებიც შეძლებენ მონაწილეობს მიღებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system