თავში

საქართველო ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
საქართველო ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, რომელიც ონლაინ სხდომაზე ერთხმად მიიღეს, 2022 წელს, საქართველოში 18 წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. 

სხდომის მონაწილეებმა განიხილეს 2017 წელს თბილისში გოგონათა შორის ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი და აღნიშნეს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული კლასიკური, საპლაჟო და თოვლის ფრენბურთის ღონისძიებების ხარისხი და რაოდენობა.

18 წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების კონკრეტული ადგილი, თარიღები და მონაწილეები ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system