თავში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ჯგუფის ლიდერ შვეიცარიასთან წააგო. 

შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 0:3 დამარცხდა. 

ანგარიში 27-ე წუთზე შვეიცარიის ნაკრებისა და ფრანგული „ნიცას“ თავდამსხმელმა დენ ნდოიმ გახსნა. 69-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა საკუთარ საჯარიმოში წესი დაარღვია და ჩვენი გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ინგლისური „ბრაიტონის“ ცენტრფორვარდმა, ანდი ზექირიმ გოლად აქცია, საბოლოო ანგარიში კი 81-ე წუთზე „გრასჰოპერის“ ნახევარმცველმა პეტარ პუსიჩმა დააფიქსირა – 0:3 შვეიცარიის სასარგებლოდ.

8 მატჩის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 9 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ვასილ მაისურაძის შეგირდები 13 ოქტომბერს აზერბაიჯანელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system