თავში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

​საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
© ნინო ვაშაკიძე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლისაბონიდან დაბრუნდა. ნაკრების წევრებს აეროპორტში კულტურის მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი დახვდნენ.

ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ჩემპიონატი ვაჟთა შორის პირველი გუნდური ადგილით დაასრულა.

90 კილოში გამართულ ქართულ ფინალში ლაშა ბექაურმა იპონით დაამარცხა ბექა ღვინიაშვილი და ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა. 

100 კილოში, ევროპის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში დამარცხდა ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მარცხის მიუხედავად, ერთი რეკორდის მფლობელი მაინც გახდა. დღეიდან, ის არის ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, ვინც ევროპის ჩემპიონატებზე, პირად პირველობაში, სხვადასხვა სინჯის 10 მედლის მოპოვება მოახერხა.

+100 კილოში მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ნიდერლანდელ როი მეიერს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მოუგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system