თავში

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

​საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვარშავაში გამართულ ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი წარმატებით გამოვიდნენ და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პოლონეთის ნაკრები 45:34 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი უკრაინას სძლია 45:43.

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები, ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაში გააგრძელებს ასპარეზობას, რომელიც 9-12 ივლისს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system