თავში

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებმა ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრები გუნდი 3:1 დაამარცხეს და შესარჩევი ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

"საქართველოს ქალთა ნაკრებმა ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრაში, დიდი ანგარიშით 3:1 ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრები გუნდი დაამარცხა და დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი შესარჩევ ტურნირში!!!

პლეი-ოფის მეოთხედფინალური მატჩი ხვალ გაიმართება და ჩვენი ქალები აზერბაიჯანელ მოჭადრაკეებს დაუპირისპირდებიან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system