თავში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართულ ტესტ მატჩში 7:48 დამარცხდა.

ედინბურგში გამართულ მატჩში მასპინძლებმა ანგარიში პირველ წუთზე გახსნეს და პირველი ნახევარიც მათ სასარგებლოდ, ანგარიშით 17:0 დასრულდა.

45-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ ჯერ ლელო დადო, შემდეგ კი ზუსტად გარდასახვა შეასრულა, თუმცა ამას შოტლანდიელების ხუთი ლელო და სამი გარდასახვა მოჰყვა.

ეს საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მეხუთე დაპირისპირება იყო და ხუთივეჯერ გამარჯვებულები შოტლანდიელები იყვნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system