თავში

საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს
საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ამირან სანაიას 32 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია გამოცემა L'Équipe-ს ფრანგული კლუბის, "როდეზის" პრეზიდენტმა პიერ ოლივიე მურამ დაუდასტურა.

"ეს ამბავი ამ კვირაში შევიტყვეთ. პირველი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და მომდევნოს შემდეგ კვირაში ტულუზში გაივლის. კლუბი მას დაეხმარება, რითაც საჭირო იქნება. ჩვენ ყველანი მასთან ვიქნებით, მის ოჯახთან ერთად. თავისი მეომარი ხასიათით ის უფრო ძლიერი დაბრუნდება", - განაცხადა პრეზიდენტმა გამოცემასთან საუბრისას. 

ცენტრალურმა მცველმა კარიერა სამშობლოში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" დაიწყო, ბოლო 12 წელი საფრანგეთის სხვადასხვა კლუბებში ასპარეზობს, ამ ეტაპზე ის სწორედ "როდეზის" ფეხბურთელია.

ამირან სანაიამ 2007-2009 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system