თავში

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა - PHOTO

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა - PHOTO
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა - PHOTO

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

"ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი იყო სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. დელეგაციის წევრებს შორის გახლდათ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).

ქართველმა ოლიმპიელებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი აჩვენეს - მოიპოვეს 8 მედალი, მათ შორის 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს. 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 206 ქვეყანას შორის 33-ე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა (ძიუდო, +66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო, 73 კგ), გურამ თუშიშვილმა (ძიუდო,+100), იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ), გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანტონ პლესნოიმ (ძალოსნობა, +96 კგ).", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system