თავში

სასამართლომ ბენზემა დამნაშავედ ცნო

სასამართლომ ბენზემა დამნაშავედ ცნო
სასამართლომ ბენზემა დამნაშავედ ცნო

ვერსალის სისხლის სამართლის სასამართლომ ყოფილი ფრანგი ნახევარმცველის მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე, მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ქარიმ ბენზემა დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ გამოცემა RMC Sport იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბენზემას ყოფილი თანაგუნდელის შანტაჟის მცდელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. ქარიმს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა და 75 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა მიესაჯა. 

გამოძიების თანახმად, 2015 წელს ბენზემა ბენზემა მოქმედებდა, როგორც შუამავალი და ვალბუენას შანტაჟისტებისთვის თანხის გადახდისკენ უბიძგებდა. ვალბუენას ინტერნეტში ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ. ამ სკანდალის გამო ორივე ფეხბურთელი ევრო 2016-ს გამოეთიშა, რადგან საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა  მომხდართან დაკავშირებით ორივე ფეხბურთელი მოედანს ჩამოაშორა.

ბენზემა ეროვნულ გუნდში 2021 წლამდე აღარ მიუწვევიათ და ის მხოლოდ ევრო 2020-ის წინ, დიდიე დეშამმა დააბრუნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system