თავში

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის საგანგებო განცხადება
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ყიფშიძე გერმანელი ჟურნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს ეხმაურება, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძისადმი ბრალდებები გაჟღერდა.

საგანგებო განცხადებას report.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს სადაც ქართველი ძალოსანის ლაშა ტალახაძის მისამართით ცრუ ბრალდება გაჟღერდა.

თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, რომ მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტების და ფაქტების იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია თითქოსდა ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე არასოდეს ჩაუბარებია არა საშეჯიბრო დოპინგ სინჯები, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ჩვენ მოგვეპოვება დამადასტურებელი დოკუმენტი რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ.
მე როგორც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი ევროპის 2019 ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი პირადად გადამეცა სააკრედიტაციო ბარათები ბათუმში გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით ჩამოსული გერმანელი ჟურნალისტებისთვის. აკრედიტაციების ჩაბარების შემდეგ ქალბატონ გრიტ ჰარტმანის ნებისმიერ საკითხში დახმარების სურვილიც დავუფიქსირე. გრიტ ჰარმანს დოკუმენტაციის მოთხოვნის ან კითხვებზე პასუხის მიღების კიდევ ერთი შანსი პატაიაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჰქონდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - არცერთ გერმანელ ჟურნალისტს ლაშა ტალახაძესთვის ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლისთვის არც კითხვით და არც საჭირო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით არასდროს მიმართვა არ დაუფიქსირებიათ. საინტერესოა რას ემსახურებოდა ეს ყოველივე და საზოგადოების ფართო მასებზე მანიპულირება ხომ არ არის შოუს დადგმის მიზანი?
ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS-ის ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, სადაც სწორედ 2015-2016 წლების არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების თარიღებია ხაზგასმული. როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.

იმედი მაქვს, ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა გადახედოს მის მიერვე გავრცელებულ სიცრუის შემცვლელ განცხადებებს და ჭეშმარიტების და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით სიმართლე დააფიქსიროს. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის სურვილს ოფიციალურად აფიქსირებენ", - წერს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი დავით ყიფშიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system