თავში

სერხიო რამოსი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა

​სერხიო რამოსი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა
სერხიო რამოსი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა

მადრიდის რეალის ყოფილი კაპიტანი სერხიო რამოსი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. ის პარი სენ-ჟერმენში გადავიდა.

მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა, რომელიც თანამშრომლობას 2023 წლის ზაფხულამდე ითვალისწინებს.

ესპანელი მცველი ფრანგულ კლუბშიც 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

"მოხარული ვარ, რომ პარი სენ-ჟერნემს შევუერთდი. ეს დიდი ცვლილება, ახალი გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ამაყი ვარ, რომ ამბიციური პროექტის ნაწილი და იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელშიც ბევრი დიდი ფეხბურთელი გამოდის. მსურს პარიზში გავაგრძელო ზრდა და განვითარება და დავეხმარო გუნდს მაქსიმალურად ბევრი ტიტულის მოგებაში", - განაცხადა რამოსმა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system