თავში

შოთა არველაძეს თურქული კლუბი იწვევს

შოთა არველაძეს თურქული კლუბი იწვევს
შოთა არველაძეს თურქული კლუბი იწვევს

შოთა არველაძე შესაძლოა, თურქეთში დაბრუნდეს. თურქული მედიის ინფორმაციით, 48 წლის ქართველ სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფათიჰ კარაგიუმრიუკი განიხილავს.

სტამბოლის კლუბიდან ახლახან თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი შენოლ ჯანი გაუშვეს. ფათიჰ კარაგიუმრიუკის პრეზიდენტი სულეიმან ხურმა შოთას საკმაოდ კარგად, ჯერ კიდევ კაისერისპორსა და ტრაბზონსპორში მუშაობის პერიოდიდან იცნობს და როგორც ირკვევა, ქართველი სპეციალისტი ვაკანტურ პოსტზე მთავარი კანდიდატია.

შოთა არველაძეს, რომელმაც თურქეთში სახელი ჯერ კიდევ ტრაბზონსპორში თამაშით გაითქვა, ამ ქვეყანაში მწვრთნელად მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს. 2010-15 წლებში შოთა კაისერისპორს, ქასიმფაშასა და ტრაბზონსპორს წვრთნიდა.

ქართველი სპეციალიტი ბოლოს უზბეკეთში მუშაობდა, სადაც ფახთაქორს ორ-ორჯერ ქვეყნის ჩემპიონობა და თასი, ჯამში კი 5 ტიტული მოაპოვებინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system