თავში

შოთა მიშველიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

შოთა მიშველიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
შოთა მიშველიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

"გილოცავთ!

პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან!

შოთა მიშველიძემ ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა! ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობა დასრულდა ატაცში, სადაც შოთა მიშველიძემ 126 და 131 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

რამინ შამილიშვილმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა გამოიყენა - 117/120/122 კგ. დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system