თავში

შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სპორტის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სპორტის ჩემპიონა
შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სპორტის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე შსს-ს თანამშრომლებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს. 

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის ლეიტენანტმა შალვა ბებიაშვილმა 127 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში - 200კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში - 270 კგ დაძლია.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა ილია ქოჩიაშვილი 125 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ასევე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აბსოლუტურ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონატი უკრაინის ქალაქ ლუცკში გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system