თავში

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩია

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩია
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩია

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მუხრან ვახტანგაძე აირჩიეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა კომიტეტის წევრებს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ირაკლი აბუსერიძის განცხადება გააცნო, რომელმაც „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. შესაბამისად, კომიტეტს საპარლამენტო უმრავლესობიდან წერილობით მუხრან ვახტანგაძის კანდიდატურა წარედგინა, რომლის არჩევას კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა მუხრან ვახტანგაძეს ახალ თანამდებობაზე არჩევა მიულოცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system