თავში

თეა წულუკიანი ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

​თეა წულუკიანი ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა
თეა წულუკიანი ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე ფეხბურთის ფედერაციის და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და მეორე ლიგის კლუბების რამდენიმე წარმომადგენელი, ფეხბურთის განვითარების ფონდის შესახებ და კლუბების გამართული და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system