თავში

"თეზოს თასი 2021“ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება

"თეზოს თასი 2021“ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება
თეზოს თასი 2021“ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება

დღეს, 19 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ყოველწლიური სამთო–სათხილამურო შეჯიბრის "თეზოს თასი 2021“ დაკავშირებით, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს.

როგორც report.ge-ს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" განუცხადეს, დღეს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისის გარდა, კიდევ ერთი დამატებითი ავიარეისი შესრულდება. ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენა 13:00 საათზე განხორციელდება, ხოლო უკან - 14:30 საათზე შესრულდება. დამატებითი ავიარეისი ვიზიტორების მხრიდან ტურნირთან დაკავშირებით განსაკუთრებული დაინტერესების გამო დაინიშნა.

თეზო ჯაფარიძის სახელობის თასი მოყვარულ მოთხილამურეებს შორის სვანეთში, გიგანტურ სლალომში უკვე მეექვსე წელია იმართება.

"თეზოს თასი 2021“ მესტიაში ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე ხვალ, 20 მარტს, გაიმართება. შეჯიბრის ორგანიზატორები მესტიაში ტრაგიკულად დაღუპული თეზო ჯაფარიძის მეგობრები არიან, ხოლო მხარდამჭერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიაა.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოყვარულ მოთხილამურეს გიგანტურ სლალომში.რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ადგილზე

პირველ, მეორე , მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ პრიზები :

გოგოები :

| ადგილი - 1500 ლარი და თხილამურები

|| ადგილი - 1000 ლარი

||| ადგილი - 500 ლარი

ბიჭები :

| ადგილი - 1500 ლარი და თხილამურები

|| ადგილი - 1000 ლარი

||| ადგილი - 500 ლარი

სხვა მონაწილეებიც, მათ შორის ბავშვები დასაჩუქრდებიან პრიზებით. შეჯიბრის მაყურებელთ ელიტ სურპრიზები , ელექტრონული მუსიკის არტისტები და ზურულდის გარემო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system