თავში

თქვენ შემოგცქერით მომავალი თაობები, ახალგაზრდები - კახა კალაძე

თქვენ შემოგცქერით მომავალი თაობები, ახალგაზრდები - კახა კალაძე
თქვენ შემოგცქერით მომავალი თაობები, ახალგაზრდები - კახა კალაძე

"თქვენი სახით, გამორჩეული სპორტსმენები გვყავს. წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. დავიტრაბახებ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი მედალი მივიღეთ. ასეთი რამ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არ ყოფილა და ეს თქვენი დამსახურებაა", - ანის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოლიმპიური და პარაოლიმპიური სპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, მათი წარმატება მომავალი თაობებისთვის სტიმულია, რათა ისინიც სხვადასხვა მიმართულებებით წარმატებულები იყვნენ. 

 მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი. ვიცი, რამხელა დატვირთვა და როგორი შეგრძნებაა. თქვენ მარტო არ ხართ. იცოდეთ, რომ თქვენ უკან სრულიად საქართველო დგას. ეს ოლიმპიადა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება, რადგან გულშემატკივრები არ დაიშვებიან. მესმის, რამდენად რთულია გულშემატკივრის გარეშე ასპარეზობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საქართველოდან გეყოლებათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი - სრულიად საქართველო. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ დიდ გამარჯვებას და მედლებით დავბრუნდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system