თავში

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე COVID-19ის 241 შემთხვევა დაფიქსირდა

​ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე COVID-19–ის 241 შემთხვევა დაფიქსირდა
ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე COVID-19ის 241 შემთხვევა დაფიქსირდა

პარალიმპიურ თამაშებზე აკრედიტებულ პირებს შორის COVID-19–ით ინფიცირების რიცხვი 241-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც იაპონიაში თამაშების ფარგლებში იმყოფებიან. ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს.

ახალ ინფიცირებულთა შორის არიან: ერთი სპორტსმენი, კომიტეტის წევრი, მოხალისე და ხუთი კონტრაქტორი.

ყველა ინფიცირებული კარანტინშია გადაყვანილი.

არალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყო.

თამაშებში მონაწილეობას 160 გუნდის დაახლოებით 4,400 სპორტსმენი იღებს.

ოლიმპიადის მსგავსად, მონაწილეები ყოველდღიურად კორონავირუსის ტესტებს ჩაიტარებენ, პირბადეებს ატარებენ და სოციალურ დისტანციას დაიცავენ.

პარალიმპიური თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system