თავში

ტორპედოს“ ბაზა ჯემალ ხერხაძის სახელობის იქნება

„ტორპედოს“ ბაზა ჯემალ ხერხაძის სახელობის იქნება
ტორპედოს“ ბაზა ჯემალ ხერხაძის სახელობის იქნება

„ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზა ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგენდის, ჯემალ ხერხაძის სახელობის იქნება.

ჯემალ ხერხაძე გასული საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებში გამოდიოდა. 1969 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 16 გოლი გაიტანა და კიდევ ორ ფეხბურთელთან (ვლადიმირ პროსკურინი (როსტოვის ასკ), ნიკოლაი ოსიანინი (მოსკოვის „სპარტაკი“) ერთად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჯემალ ხერხაძემ ქუთაისური კლუბის მაისურით 15 სეზონი (1962-1976) ჩაატარა და 337 მატჩში 82 გოლი გაიტანა. ქუთაისელ გულშემატკივრებს ხერხაძე კლუბისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამო უყვარდათ. მას რამდენჯერმე თბილისის „დინამოში“ გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა. ხერხაძე შედის მსოფლიოს იმ 90 ფეხბურთელს შორის, რომელმაც ერთ კლუბში 15 სეზონი ჩაატარა.

კარიერის დასრულების შემდეგ, 1977 წლიდან სამწვრთნელო კარიერა „ტორპედოში“ დაიწყო.

ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგენდა ჯემალ ხერხაძე 2019 წლის მარტში, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system