თავში

წარმატებები თოკო! - კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება

წარმატებები თოკო! - კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება
წარმატებები თოკო! - კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება

კალათბურთის ფედერაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სადაც არ უნდა იყოს, შენგელია ყველგან დაიცავს სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებას. ფედერაცია მას წარმატებებს უსურვებს. 

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!

წარმატებები თოკო!!!" - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია "ცსკა"-ს წევრი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ რუსული გუნდის ოფიციალურ გვერდი იუწყება. მოსკოვურ კლუბთან, ქართველმა კალათბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system