თავში

წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია ახლა ჩემი ხალხი - ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი და ემოციური კადრები ტოკიოდან

წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია ახლა ჩემი ხალხი - ლაშა ბექაურ
წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია ახლა ჩემი ხალხი - ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი და ემოციური კადრები ტოკიოდან

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოდან ოქროს მედლის მფლობელის, ლაშა ბექაურის პირველ კომენტარს ავრცელებს. 

ლაშა ბექაური გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის მთელ საქართველოს. მისი თქმით, ბედმიერია, რომ შრომა დაუფასდა და ოქროს მედალი მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ოქროს მედალი მოიგო.

ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს, კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში უზბეკ ბობონოვს სძლია, ნახევარფინალში კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა რუსეთის წარმომადგენელ, მიხაელ იგოლნიკოვთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system