თავში

უეფა-მ ევრო 2024-ის ლოგო და დევიზი წარადგინა - VIDEO

უეფა-მ ევრო 2024-ის ლოგო და დევიზი წარადგინა
უეფა-მ ევრო 2024-ის ლოგო და დევიზი წარადგინა - VIDEO

ბერლინში „ოლიმპიაშტადიონზე“  ევრო 2024-ის ლოგო წარმოადგინეს. 

ლოგოს შექმნას საფუძვლად დაედო უეფას 55 წევრი ქვეყნის ფერები და დროშები. ისინი სხვადასხვა კომბინაციით არიან გაერთიანებულნი და „ოლიმპიაშტადიონის“ სახურავის ფორმა აქვთ მიღებული. ემბლემის ცენტრში მოთავსებულია ანრი დელონეს თასი, ხოლო მის გარშემო 24 ფერადი ხაზი ფინალური ტურნირის 24 მონაწილეს აღნიშნავს.

ტურნირის დევიზია – „ფეხბურთით გაერთიანებულნი- ერთად ევროპის გულში“. 

ევრო- 2024,  სამი წლის შემდეგ გერმანიის 10 ქალაქში, ივნისსა და ივლისში გაიმართება. თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღები 2022 წლის დასაწყისში დამტკიცდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system