თავში

უეფამ ინგლისი 30 000 ევროთი დააჯარიმა

უეფამ ინგლისი 30 000 ევროთი დააჯარიმა
უეფამ ინგლისი 30 000 ევროთი დააჯარიმა

უეფამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა. ამის მიზეზად დანიასთან გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში მეკარის მიმართ გაშვებული ლაზერის სხივი გახდა, რომელიც გულშემატკივარმა კასპერ შმიჩელს პენალტის დარტყმის დროს მიანათა. სანქციის მიზეზად სახელდება დანიის ეროვნული ჰიმნის დროს გულშემატკივრის შეურაცხმყოფელი ხმაური და ტრიბუნებიდან არასანქცირებული ფეიერვერკების გაშვებაც. 

მიუხედავად ლაზერით მიყენებული დისკომფორტისა, შმიჩელმა პენალტი აიღო, თუმცა მისი განცხადებით, ამ ფაქტმა მის შემდგომ თამაშზე ზეგავლენა იქონია.

ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიას შეხვდება. ფინალი ხვალ, 11 ივლისს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system