
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა გუშინ გამართულ დაპირისპირებაში ამერიკელ მირანდა მევერიკთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
მირანდას მიერ იდაყვით მიყენებული ძლიერი დარტყმის შემდეგ, ლიანას ცხვირი გაუტყდა და იქიდან გამომდინარე, რომ ექიმებმა სისხლდენის შეჩერება ვერ შეძლეს, მსაჯმა ორთაბრძოლა შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ ლიანა მსაჯს ბრძოლის გაგრძელებას თხოვდა, თუმცა არბიტრმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ბრძოლა მეორე რაუნდში დასრულდა.