თავში

უცხოელი მაყურებელი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ვერ დასწრება

​უცხოელი მაყურებელი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ვერ დასწრება
უცხოელი მაყურებელი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ვერ დასწრება

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრების უფლება მხოლოდ ჩინეთის მცხოვრებლებს ექნებათ. უცხო ქვეყნებიდან ჩასული გულშემატკივრები ღონისძიებას ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს.

ოლიმპიადის მონაწილეებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან, პეკინში 21- დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ოლიმპიადის ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეს, ასევე სისტემაში დასაქმებულებს კორონავირუსზე ტესტი ყოველდღიურად ჩაუტარებენ.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს გაიხსნება და 16 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system