თავში

ვაჟა მარგველაშვილმა დოჰას ძიუდოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ვაჟა მარგველაშვილმა დოჰას ძიუდოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ვაჟა მარგველაშვილმა დოჰას ძიუდოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დოჰაში, ძიუდოს წლის პირველი მასტერსის ტურნირზე, შეჯიბრების პირველ დღეს ქართველი ძიუდოისტებიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარგველაშვილმა მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში დამატებით დროში მოლდოველი დენის ვიერუ დაამარცხა.

საწყის ეტაპზე, ტურნიზე მარგველაშვილმა რუს და ეგვიპტელ სპორტსმენებს სძლია. მეოთხედფინალი ისრაელის წარმომადგენელთან წააგო. ასევე სძლია ყაზახ მოწინააღმდეგეს.

დღეს 73 კილოგრამამდე კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს, ხოლო 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system