თავში

"ვერ გპასუხობთ სათითაოდ პირად მიმოწერაზე" - ლაშა ტალახაძის მიმართვა გულშემატკივრებს

"ვერ გპასუხობთ სათითაოდ პირად მიმოწერაზე" - ლაშა ტალახაძის მიმართვა გულშემატკივრებს
ვერ გპასუხობთ სათითაოდ პირად მიმოწერაზე - ლაშა ტალახაძის მიმართვა გულშემატკივრებს

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ქართველი ძალოსანი ექიმებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მათ მადლობას უხდის. გარდა ამისა, ლაშა ტალახაძე გულშემატკივრებსაც მიმართავს. ჩემპიონი ამბობს, რომ ეცდება, გულშემატკივარი ბევრჯერ გაახაროს. 

"დღემშვიდობის!

ამ ფოტოზე არიან ის ადამიანები, ვისაც ჩემს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეაქვთ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ, ჩემს მწვრთნელებს: ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს. პირად მწვრთნელს : ავთანდილ გახოკიძეს... დიდი მადლობა ექიმებს : გუნდის ექიმს, გიორგი ჭინჭარაულს და ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს: ზურაბ კახაბრიშვილს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. ასევე მადლობა მასაჟისტს: რუსლან ღიბრაძეს...ახლა კი გულშემატკივრებო! უამრავი შეტყობინება მივიღე, უამრავი თბილი სიტყვა, რაზეც გიხდით უდიდეს მადლობას.

ვერ გპასუხობთ სათითაოდ პირად მიმოწერაზე, მაგრამ ვგრძნობ თქვენს სიყვარულს და ეს მიათმაგებს ბრძოლის უნარს...

წინ კიდევ ბევრი საერთაშორისო ასპარეზია, სადაც ვეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო და მრავალჯერ გაგახაროთ! მადლობა გულშემატკივრობისათვის!", - წერს ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system