თავში

ვიქტორ სანიკიძეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობა სურს

ვიქტორ სანიკიძეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობა სურს
ვიქტორ სანიკიძეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობა სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, - ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციამ დღეს, 30 ნოემბერს, ორი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის – ს/კ რუსთავი-1991-ისა და ს/კ ქუთაისი-2010-ის წარდგინებით, მიიღო განცხადებები ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ.

საერთო საარჩევნო კრება 11 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system