თავში

ზამთრის თასის დაწყებამდე მონაწილეებმა ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულეს

ზამთრის თასის დაწყებამდე მონაწილეებმა ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინა
ზამთრის თასის დაწყებამდე მონაწილეებმა ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მთავრობასთან და ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირის მონაწილე გუნდებთან ერთად ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ არენაზე სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გამართვის შესაძლებლობა იქნება. 

"ყველანი ველოდებით, რომ უკვე ზაფხულში ბათუმის "დინამო" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს საკუთარ ქალაქში სწორედ ამ სტადიონზე გამართავს. ეს პროცესი კიდევ უფრო გააძლიერებს გუნდს და გაზრდის ფეხბურთის მიმართ იმ ინტერესს, რომელიც ამ ქალაქში ისედაც დიდია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, რომ ყველანაირად შეუწყოს ხელი მშენებლობის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას", - განაცხადა მუჯირმა.

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა საბოლოო ფაზაში გადავიდა. რამდენიმე დღის წინ არენაზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟი დასრულდა. ახლა კი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ტაბლოს მონტაჟი და შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საბოლოოდ, მშენებლობის პროცესის სრულად დასრულების შემდეგ ბათუმი უეფას IV კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system