თავში

117 წლის ფრანგი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

​117 წლის ფრანგი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
117 წლის ფრანგი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

 საფრანგეთისა და ევროპის უხუცესი ადამიანი, 117 წლის ქალბატონი კორონავირუსისგან განიკურნა. ქალს დიაგნოზი 16 იანვარს, ტულონის მოხუცებულთა სახლში დაუსვეს. თავიდან ქალბატონმა ვერც იგრძნო, რომ ვირუსი შეეყარა. ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მონაზონ და ანდრესთვის გაცილებით რთული გადასატანი თვითიზოლაციაში მარტოობა იყო.

ლუსილ რანდონი 1904 წელს დაიბადა. ახალგაზრდობაში ის გუვერნანტად მუშაობდა. შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა და და ანდრე გახდა. გარკვეული პერიოდი ის საავადმყოფოებში მუშაობდა და ობელებსა და მოხუცებს უვლიდა. 1979 წლიდან კი მონასტერში გადავიდა. 2009 წელს ის ტულონის მოხუცებულთა სახლში გადაიყვანეს. იგი ევროპის უხუცესი მკვიდრია, ვისი ასაკიც დოკუმენტურად არის დადასტურებული.

მანამდე, 2020 წელს კორონავირუსისგან 106 წლის ბრიტანელი ქალბატონი განიკურნა. კონი ტიტჩენმა კლინიკაში მკურნალობის 3 კვირიანი კურსი გაიარა და სრულიად გამოჯანმრთელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system