თავში

2.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია - ახალი გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის

​2.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია - ახალი გეგმა აღმოსავლეთ
2.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია - ახალი გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის გეგმა მოამზადა, რომელიც 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტს მოიცავს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

”ეს კომპლექსური დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, მწვანე და ციფრული გადასვლის მხარდაჭერას, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური სამართლიანი საზოგადოების განვითარებას”, - განაცხადა სტანომ.

კომუნიკეში დეტალურადაა აღწერილი, რომ ამ მიზნებს საფუძველს უმყარებს გრანტების, გარანტიებისა და შერეული ინსტრუმენტების 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის გეგმა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების 17 მილიარდ ევრომდე მოზიდვა არის შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომ აღდგენას და გრძელვადიან პერსპექტივაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მდგრადობას.

სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, 3000 კმ პრიორიტეტული გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე ან განახლებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებაზე 25%-ით, წყლისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ინტერნეტზე წვდომის გაუმჯობესებაზე, სამედიცინო მუშაკების ვაქცინაციაში დახმარებაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის დახმარებაზე, 70,000 სტუდენტისა და მკვლევარისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებზე.

წინადადებას ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნები 2021 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტის წინ განიხილავენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ევროკავშირმა 2009 წელს დაიწყო. მისი მთავარი მიზანი არის რეგიონული თანამშრომლობის განვითარება ექვს ქვეყანასთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

2021 წლის 28 ივნისს ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system