თავში

2021 განკურნების წელი იქნება - გაერო-ს გენმდივნის მიმართვა

​2021 განკურნების წელი იქნება - გაერო-ს გენმდივნის მიმართვა
2021 განკურნების წელი იქნება - გაერო-ს გენმდივნის მიმართვა

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში საახალწლო მიმართვით გამოვიდა, 2020 წლის შედეგები შეაჯამა და 2021 წელს ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა.

"2021 განკურნების წლად უნდა იქცეს 2020-ის შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს გამოცდა, ტრაგედია და ცრემლები მოუტანა", - განაცხადა გუტიერეშმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ადამიანთა ცხოვრება გადააყირავა და მსოფლიოს ტანჯვა და მწუხარება მოუტანა.

ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში სიღარიბის, უთანასწორობისა და შიმშილის დონე იზრდება, ასევე იმატებს უმუშევრობა და სახელმწიფოების ვალი.

"მიუხედავად ამისა, 2020 წელმა გვასწავლა, რომ თუ ადამიანები ერთიანები და სოლიდარულები იქნებიან, იმედის სხივები მთელ მსოფლიოს ააკაშკაშებს", - განაცხადა გუტიერეშმა.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილება და COVID-19-ის პანდემია კრიზისებია, რომელთა დაძლევა მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system